რა არის ფრანშიზა?
სადაზღვევო პოლისში მითითებული არანაზღაურებადი მინიმუმი, პროცენტულად ან ფიქსირებული თანხით განსაზღვრული, რომელსაც არ აანაზღაურებს მზღვეველი.
რა არის სადაზღვევო პრემია?
ფულადი თანხა, რომელსაც უხდის დამზღვევი მზღვეველს მატერიალური ზარალის ანაზღაურების ვალდებულების აღებაში.
რა არის გამომუშავებული პრემია?
სადაზღვევო პრემიის ნაწილი, რომელიც ეკუთვნის სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის გასულ ნაწილს.
რა არის სადაზღვევო თანხა?
თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომელსაც გადაიხდის სადაზღვევო კომპანია ზარალის დადგომისას.
რა არის ზარალი?
სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზღვეულის ფინანსური დანაკარგის ოდენობა, რომლის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია მზღვეველი.
რა არის სადაზღვევო ანაზღაურება?
თანხა, რომელსაც მზღვეველი უხდის დამზღვევს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად.