ქონების დაზღვევა ქონების დაზღვევა არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ აიცილოთ თავიდან ზედმეტი პრობლემები, ფინანსური დანაკარგები და დაიცვათ თქვენი კუთვნილება მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი რისკებისაგან. |
ქონების დაზღვევის პროგრამა მოიცავს:
- პირადი ქონების დაზღვევას
- ბინებისა და საცხოვრებელი სახლების დაზღვევას
- აგარაკების დაზღვევას
- რემონტის დაზღვევას
- საყოფაცხოვრებო ნივთების (ავეჯი, ტექნიკა და ა.შ.) დაზღვევას
- სასაქონლო მარაგების დაზღვევას
- და სხვა
დაზღვევით იფარება ქონების დაზიანება ან განადგურება შემდეგი რისკების შედეგად:
- სხვისი ქონების დაზიანების მიმართ პასუხისმგებლობლობის დაზღვევა
- ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა
- სტიქიური უბედურება: სეტყვა , ქარიშხალი, წყალდიდობა, მეწყერი და სხვა
- წყალგაყვანილობის, წყლის გათბობისა ან საკანალიზაციო სისტემის დაზიანება
- მიწისძვრა
- ქონების მართლსაწინააღდეგო მისაკუთრება: ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა
- ქონებაზე სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების დაჯახება, პილოტირებადი საფრენი აპარატის ან მისი ნაწილის დაცემა