ავტომობილის დაზღვევა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა თავიდან აგაცილებთ ავტომობილის მართვასთან დაკავშირებულ არასასურველ პრობლემებს და დაგეხმარებათ გაუთვალისწინებელი სიტუაციების შედეგების მოგვარებაში. |
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის პოლისის შეძენით, თქვენ საშუალება გაქვთ, დაზოგოთ თქვენი დრო, ენერგია და ფინანსური დანახარჯები.
თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ:
- პირადი ავტოსატრანსპორტო საშუალება
- კორპორაციული ავტოსატრანსპორტო საშუალებები
- სატვირთო ავტომობილები
- ტრაილერები
- და სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებები
რისგან არის დაზღვეული თქვენი ავტომობილი?
CASCO - ავტოტრანსპორტის ძარის დაზღვევა.
თქვენ აგინაზღაურდებათ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნაწილობრივი ან სრული დაზიანებით დამდგარი ხარჯები, რომელიც გამოწვეული იქნება
- ავტოსაგზაო შემთხევით
- ხანძრით
- აფეთქებით
- სტიქიური მოვლენებით
- ქურდობით
- ძარცვით
- ყაჩაღობით
- საგნების ვარდნით
- ვანდალიზმით
- მესამე მხარის განზრახ ქმედებით
MPA - ავტომობილის მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა:
თქვენ აგინაზღაურდებათ ზარალი, რომელიც დაზღვეული ავტოტრანსპორტის მართვისას მიადგება მძღოლის ან მგზავრის ჯანმრთელობას.