ტვირთების დაზღვევა ტვირთების დაზღვევის პოლისი ფარავს საჰაერო, სახმელეთო თუ საწყალოსნო ტრანსპორტირების დროს ტვირთის ფიზიკურ დაზიანებას თუ განადგურებას. |
ტვირთების დაზღვევა ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ლონდონის მზღვეველების ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ტვირთის დაზღვევის პირობებით (Institute Cargo Clauses A, B an C).
გთავაზობთ ორი სახის პოლისს:
- ტვირთების დაზღვევის ღია პოლისი – ერთწლიანი პოლისი, რომელიც დაფარავს ერთი წლის განმავლობაში გადაზიდულ ყველა ტვირთს.
- ტვირთების დაზღვევის ერთჯერადი პოლისი – რომელიც დაფარავს ტვირთს მხოლოდ კონკრეტული გადაზიდვის დროს.
ტვირთის დაზღვევის პოლისი ფარავს ტვირთის განადგურებას ან დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია შემდეგი რისკებისაგან:
- ხანძარი, აფეთქება
- შეჯახება, კონტაქტი სხვა ობიექტთან
- გადაბრუნება, რელსებიდან გადასვლა
- ჩაძირვა, ჩამოვარდნა
- ძარცვა-ყაჩაღობა, მესამე პირების ბოროტგანზრახული ქმედება
- სტიქიური მოვლენები და დაუძლეველი ძალის მოვლენები